საქართველო-ესტონეთი

ესტონეთის პრემიერმინისტრი ტაავი რიივასი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ესტუმრა

საქართველოს მთავრობა

ესტონეთის პრემიერმინისტრი ტაავი რიივასი ოფიციალური ვიზიტით თბილისს უკვე ესტუმრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ეკონომიკის მინისტრი და ესტონეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დახვდნენ. მათი თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრებენ.

დღესვე რიივასი პირისპირ შეხვედრას საქართველოს პრემიერმინისტრთან გამართავს, რომლის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ესტონეთის პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. ასევე, დელეგაცია კინოთეატრ ამირანში ციფრულად აღდგენილ ფილმ "ნატვრის ხის" პრეზენტაციას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმის გახსნაც იგეგმება.

კომენტარები