რუსეთის აგენტურა

ლიტვაში NATO-ს ავიაბაზაზე სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის აგენტები დააკავეს

ნატოს ავიაბაზა
FRANCOIS LENOIR / REUTERS

ლიტვაში, ქალაქ შაულიაიში, სადაც ბალტიისპირეთში NATO-ს მთავარი სამხედრო საჰაერო ბაზა მდებარეობს, შპიონაჟის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

უწყების თქმით, დაკავებულთა შორის არის სამხედრო საჰაერო ძალების ოფიცერი, რომელიც შესაძლოა საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა უცხო სახელმწიფოს. დაკავებულია ის პირიც, რომელსაც ოფიცერი სავარაუდოდ უშუალოდ აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას.

როგორც სააგენტო Tass-ს ნატოს ავიაბაზის ვიცეპოლკოვნიკმა, ვიდმანტას რაკლიავიჩიუსმა განუცხადა, დაკავებული ოფიცერი მას ექვემდებარებოდა და ის 10 წლის მანძილზე მუშაობდა ბაზაზე, სადაც NATO-ს გამანადგურებლები არიან განლაგებული. ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ პრესკონფერენციისას არ გამორიცხა, რომ აგენტები ინფორმაციას რუსეთის ფედერაციას გადასცემდნენ.

დაკავებას გამოცემა Newsweek-იც ეხმაურება. გამოცემა აღნიშნავს, რომ დღეს ევროპაში რუსული აგენტურის რაოდენობრივი ნიშნული ცივი ომის დროინდელს უტოლდება.

კომენტარები