საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსი კანდიდატურა წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 37 განაცხადი შევიდა.
შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.