თბილისის მერია

2015 წლიდან 100 წელს მიღწეულ ყველა თბილისელს ერთჯერადად 1000 ლარი გადაეცემა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2015 წლიდან 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა გაიზარდა და 400 ლარის ნაცვლად, 100 წელს მიღწეულ ყველა თბილისელს 1000 ლარი გადაეცემა. 

დღესვე დავით ნარმანიამ და საბურთალოს გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ თბილისში მცხოვრები ლიზა ხერგიანი მოინახულეს, რომელსაც დღეს 100 წელი შეუსრულდა. დავით ნარმანიამ ქალბატონს დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

კომენტარები