ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: მივესალმები, თუ ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში

თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში მივესალმები, იმიტომ, რომ ყველაფერს უნდა ერქვას თავისი სახელი. ქვეყანას დღეს ფაქტობრივად მართავს ბიძინა ივანიშვილი და ადამიანი რომელიც მართავს, მას უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობა. 2012 წელს, როდესაც ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას მან ხმა მისცა ერთ კონკრეტულ ადამიანს. ქართულ ოცნებას არ ჰქონია არც იდეოლოგია, არც პროგრამა, არც ჩამოყალიბებული ერთიანი პოლიტიკური გუნდი და ამ ყველაფრის მაგალითებს დღეს ვხედავთ. ქართულ ოცნებაში ჩვენმა საზოგადოებამ ხმა მისცა ერთ ადამიანს და მასთან დაკავშირებულ იმედებს. ეს ადამიანი იყო ივანიშვილი და თუ ის დაბრუნდება და აიღებს პასუხისმგებლობას ყველაფრის გაკეთებაზე ან ვერ გაკეთებაზე მიმაჩნია რომ ეს იქნება ჯანსაღი და ნორმალური პოლიტიკური პროცესი. გამოჩნდეს და თავისი სახელი დაერქვას ყველაფერს, ვინ რას აკეთებს, ვინ რას ასრულებს, ღმერთმა ქნას თუ კარგი იქნება ითქვას, რომ კარგია. მაგრამ როდესაც რაღაც ვერ გაკეთდება, ვერ გაკეთებულსაც და ვერ გამკეთებელსაც დაერქვას თავისი სახელი

განაცხადა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების კომენტირებისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ვიზიტისას

კომენტარები