საყდრიდი-ყაჩაღიანი

ბობოხიძე: კაზრეთის საბადოები საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების გარეშეც მუშაობდა

epn.ge

ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს კაზრეთის საბადოები საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების გარეშე მუშაობდა - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ბობოხიძის თქმით მთავრობა RMG-ისთვის უფასოდ აპირებს ლიცენზიის გაგრძელებას და ამისი შესაძლო მიზეზი ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის ინტერესებია.

"დღეს ფინანსთა მინისტრმა საინტერესო განცხადება გააკეთა; წელს პირველად თურმე, კაზრეთში სახელფასო ფონდი 400-ათასზე ჩამოვიდა, ხოლო მანამდე თურმე მილიონები იყო. მანამდე, ანუ როდის? – ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს. წელს თურმე პირველად ფინანსთა სამინისტრომ ცხრა მილიონით დააფინანსა ბოლნისი. მანამდე თურმე თვითკმარი რაიონი იყო და თავისი შემოსავლებით კმაყოფილდებოდა. მანამდე, ანუ როდის იყო ყველაფერი კარგად?! – ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს. წელს ყველაფერი თურმე გაფუჭდა და ჩამოიშალა. რა უქენით საქართველოს ეკონომიკას ასეთი, რომ ყველაფერი გააჩერდეთ?! ჩვენ დროს კაზრეთის საბადოები საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების გარეშე მუშაობდა. გაგახსენებთ ჭორებს, რომელსაც ბინძურად ავრცელებდით, მოჭმული ძუძუების არ იყოს, რომ ოქროს მარაგი თურმე მიხეილ სააკაშვილმა მიითვისა. იცით რამდენი გადაიხადა კომპანიამ თავის დროზე, როცა ლიცენზია მიენიჭა?! – 110-მილიონი დოლარი. თურმე სააკაშვილმა თავის საკუთარ კომპანიას, როგორც თქვენ ამას ავრცელებდით, 110-მილიონი გადაახდევინა. თქვე რას აპირებთ?! - აპირებთ იმას, რომ უფასოდ გაუგრძელოთ მას ლიცენზია. რატომ ბატონებო, იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ლიცენზიის უფასოდ გაგრძელების პირობით მიიღო საყვარელმა დეიდაშვილმა უჩამ ოქროს საბადოებში წილი?! სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ უკვე სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია ამ კომპანიაში?!", - განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით წელს მთავრობას ბოლნისის რაიონისთვის 9 მილიონი ლარის მიცემა მოუწია, მაშინ როცა წინა წლებში ბოლნისის ბიუჯეტს ფულს არ აძლევდნენ. 

კომენტარები