საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

წულუკიანი: პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში, მთავარი ჩვენი ინტერესები უნდა იყოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ, თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრა შედგება, "მთავარი უნდა იყოს საქართველოს ინტერესები და ის პრობლემები, რაც ჩვენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო გვაქვს".

"მე რომ არ მელოდება პუტინი, ზუსტად ვიცი. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მაღალ პირებს, რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადი განცხადება. ჩვენ, ბევრი რამ გვექნება. ალბათ ერთადერთ ფორმატში, რაც არსებობს ეს არის ბ-ნი ზურაბ აბაშიძის მიერ, ასე ვთქვათ, ნახელმძღვანელები პროცესი. ალბათ, იქ უნდა შეთანხმდეს ის, თუ სად და როდის შედგება ეს შეხვედრა, თუ საერთოდ შედგება და თუკი შედგება ეს შეხვედრა, მთავარი უნდა იყოს საქართველოს ინტერესები და ის პრობლემები, რაც ჩვენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო გვაქვს",- თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ "მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის სტუმრობა გაუხარდებათ".

კომენტარები