ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ადამიანზე წიგნის დაწერას აპირებს

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ადამიანზე წიგნის დაწერას აპირებს. მისი თქმით, ის ახლა ფრიდრიხ ნიცშეს კითხულობს, რადგან მას ადამიანზე ბევრი რამ აქვს დაწერილი და რომ "არაფერი აიღოს მისგან ზედმეტად ან არ ასცდეს". ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "მშვიდობით, იარაღო" გავა. ამ ნაწილს მისი წამყვანი ოლგა ბაბლუანი ავრცელებს.

"1984 ძალიან შეესატყვისებოდა სააკაშვილის პოლიტიკას. ხშირად ვიხსენებდი ციტატებს. Скотный двор, მემგონი, ცხოველთა ეზო როა, თუ ფერმა. ეს 1984-სგან განსხვავებულია, მაგრამ ორივე ესადაგება და პოლიტიკოსებისთვის ჭკუის მოსახსენებლად კარგია. მახსოვს, სააკაშვილი როდესაც პრეზიდენტი იყო და მას ხშირად ვხვდებოდი, ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა ხოლმე, ეს Скотный двор წაუღეო, ეს ფერმა წაუღეო. მაგათ ასეთი ნიშნები ემჩნევათო და სხვათაშორის, მართალი გამოდგა. მარკ ტვენის გუბერნატორის არჩევნები დღესაც შეესატყვისება ჩვენს პოლიტიკას, საუბედუროდ. ახლა ნიცშეს ვკითხულობ. ნიცშეს კრიტიკას ვკითხულობ. მთლიანად მის მოღვაწეობას. მას ადამიანზე აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები. მე დაწერას ვაპირებ, და რომ არაფერი ავიღო ზედმეტად ან არ ასცდეს",- თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები