ინფლაცია რუსეთში

რუსეთში პურ-პროდუქტები 5-10%-ით ძვირდება

RIA Novosti

რუსეთში პურ-პროდუქტებზე ფასები იზრდება. რუსული გამოცემა კომერსანტის ცნობით, პროდუქციის მომწოდებლების ინფორმაციით, ფასები საშუალოდ 5-დან 10%-მდე მოიმატებს. იმის მიუხედავად, რომ რუსეთში წელს ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოსავალი მოვიდა, მისი ფასი რუბლის დევალვაციის გამო თითქმის 50%-ით გაიზარდა, ასევე მოიმატა საფუარის, შაქრისა და სატრანსპორტო მომსახურების ფასებმა. მთელ რიგ საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდამ 18%-მდე შეადგინა.

რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მაღაზიების შემოწმება ფასების ხელოვნური ზრდის გამოვლენის მიზნით დაიწყო.

კომენტარები