ქალთა მიმართ ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს GIPA შეუერთდა

შეაჩერე ქალთა მიმართ ძალადობა! - ამ ლოზუნგით  შეუერთდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და მოქალაქეებს შესთავაზა, მონაწილეობა მიეღოთ პრობლემის დაძლევის გზების ძიებაში.

4 დეკემბერს რადიო ჯიპას (FM 94.3) ეთერი ქართულ მედიაში ძალადობის საკითხების გაშუქებაზე საუბარს მიეძღვნა. გთავაზობთ ინტერვიუების ჩანაწერებს:

თიკო ცომაია ქართული მედიის მიერ ფემიციდის გაშუქების შესახებ: https://soundcloud.com/newscafege/kxkeurxrastr

გიორგი ტუღუში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების სახელმწიფო ხედვის შესახებ: https://soundcloud.com/newscafege/gcwte5uimczt

მედიანალიტიკოსები (ნინო დანელია და ანა ქეშელაშვილი) ქართულ მედიაში ძალადობის ფაქტების გაშუქებისას გამოვლენილ  ტენდენციებზე: https://soundcloud.com/newscafege/ux30rgwm4fkd

როგორ რეაგირებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალადობის საკითხების გაშუქებისას გამოვლენილ ხარვეზებზე: https://soundcloud.com/newscafege/edczwxdrvn9g

შემაჯამებელი ინტერვიუ ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროფესორთან, მაია მიქაშავიძესთან: https://soundcloud.com/newscafege/watt9cwortda

დღის ეთერის დასრულების შემდეგ „ფრონტლაინ კლუბში“, ჯიპას პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართება დისკუსია შემდეგ თემებზე:

  • რა არის ძალადობა;
  • ხელისუფლების როლი ძალადობის პრევენციაში.

ჯიპა აქტიურად არის ჩართული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და სამომავლოდაც მიმართავს სხვადასხვა აქტივობას.

კომენტარები