ილია მეორის განცხადება

ილია II: შევთხოვ უფალს, დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება, საქართველო და რუსეთი

შევთხოვ უფალს, დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება, საქართველო და რუსეთი - განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ ალექსანდრე ნეველის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდანის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ტაძარში შეკრებილებს ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა. მისი თქმით 1957 წელს მისი ბერად კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ მესამის დროს, აქ მოხდა.

"ეს იყო მძიმე დრო. გრძელდებოდა სასულიერო პირთა დევნა. შევთხოვ უფალს, რათა ღმერთმა აქ მოღვაწე წმინდა მამების ლოცვებით დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება და საქართველო და რუსეთი", - განაცხადა ილია მეორემ. 

კომენტარები