ქალებზე ძალადობა

ილია II: თანასწორობა კი არა, ცოლი ქმრის წინაშე პატივისცემით უნდა სარგებლობდეს

ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ძალადობს ქალზე ან ცოლი ძალადობს ქმარზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს. უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე. და ეს ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი.

განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები