ირაკლის, როგორც კი მისი 5 თანამშრომელი დააკავეს, მე ხელი ჩავკიდე, როგორც საკუთარ ძმას და მეგობარს, რომელსაც უჭირს და მე ეს ხელი არ გამიშვია 4 ნოემბრის 6 საათამდე, როცა მან ბრიფინგი ჩაატარა ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი მესიჯებით. ეს იყო სიურპრიზი ჩემთვის. ეს ხელი მე ამ ბრიფინგის დროს გავუშვი. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჩავკიდე ხელი, იმიტომ, რომ ჩვენ შევხვდით და ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს. ის, რომ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე იყოს კითხვები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველმა ერმა შეიცვალა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი; თუკი რომელიმე მინისტრზე შიგნიდან ხორციელდება, როგორც თავად ამბობს, დარტყმა, დარტყმის ობიექტი ყველა ყოფილა ამა თუ იმ მთავრობაში, ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ ქვეყანაში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი ამიტომ იცვლის ევროატლანტიკურ არჩევანს. ეს ჩაჭიდებული ხელი ნიშნავდა იმას, რომ მე მას ვაძლევდი რჩევებს. არაფერი არ წაშლის იმ ბრძოლას 5 წლის მანძილზე, რასაც ჰქვია ჩვენი წარსული. ის რჩება ჩემთვის უკიდურესად ძვირფას ადამიანად. მაგრამ რაც არ უნდა კითხვები გაუჩნდეს პოლიტიკოსს, მე მაქვს პასუხისმგებლობა არ გავაკეთო ისეთი რამ, რასაც არაკეთილმოსურნე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს
წულუკიანი ალასანიაზე
წულუკიანი: მე ალასანიას ხელი ჩავკიდე და 4 ნოემბრის ბრიფინგისას გავუშვი





