როგორ ხდება ის, რომ საქართველოს სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც წერს, რომ უგულავას საქმის განხილვა უნდა გადაიდოს, რატომ იცით? იმიტომ, რომ თურმე პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილის, ამ შემთხვევაში ოპოზიციიდან წარმოდგენილების, დაკითხვაა საჭირო, მათ იცავს იმუნიტეტი და ეს ვერ ხერხდება, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური დიალოგი საქართველოს პარლამენტთან ხსენებული პირების საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც გონივრულ დროს მოითხოვს და ვერ ხერხდება. მითხარით, აგერ ხართ მთელი პარლამენტი, ვისთან მიდის ეს აქტიური დიალოგი? არავისთან. ვიღაც გონიერმა პროკურორმა მოძებნა მიზეზი თუ საბაბი იმისა, რომ საქმეზე ვადის გაგრძელებას რაღაცა საფუძველი შეექმნას. რა ხდება მერე? მერე ჩვენი პატივცემული კოლეგა გიორგი კანდელაკი ამ ფრაზას თარგმნის ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ენაზე და აგზავნის ყველგან. მერე ჩავდივარ და ვდგავარ იქ პირდაღებული.
tbl.ge/nz7
დაკოპირდა

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა




