აფხაზეთის ანექსია

ხიდაშელი ტაბულას: პროპაგანდით არაპირდაპირ აღიარებთ ე.წ ხელშეკრულებებს

მე ვემიჯნები ორივე პოზიციას. ისტერიას იმის შესახებ, რომ არიქა, დავიღუპეთ და ახლა სამყარო დამთავრდა და აღარაფერი აღარ იქნება. იმიტომ, რომ ამ ამბის პროპაგანდისტები, თქვენი ტელევიზია მათ შორის, ამ ისტერიის პროპაგანდისტები, მე ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, მე მესმის, ეს ემოციაა, რომელიც სრულიად ადამიანურია, არაპირდაპირ აღიარებთ ამ ხელშეკრულებების ლეგიტიმაციას და ეს ცუდია. არც იმათი არ მესმის, ვინც ამბობს, რომ საერთოდ არაფერი არ ხდება, დიდი ამბავი და გავატაროთ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ლეგიტიმური, ზუსტად იმ ხელშეკრულებების რანგში დგას, რომელიც მანამდე ოთხმოცი აქვს კიდევ ასეთი რუსეთს და აფხაზეთს ერთმანეთთან ხელმოწერილი. 

უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ტაბულას კითხვას ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებაზე.

კომენტარები