თეორემა

დალაგებისას ანექსირებული აფხაზეთი და ოსი ხალხის გენოდიცის გამოძიება

ივანიშვილი ხელისუფლებაში რუსეთთან ნორმალიზაციის დაპირებით მოვიდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულმა ოცნებამ საზეიმოდ გამოგვიცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ უნდა ყოფილიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების საგანი. გარკვეულწილად ამ პოლიტიკის შედეგია, რომ ახლა როცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ანექსიის ფორმალიზება ხდება, ჩვენს გამო რუსეთს დასავლეთი აღარ უპირისპირდება. პუტინისა და ხაჯინბას მიერ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო საზოგადოება პრაქტიკულად დუმილით ხვდება. ივანიშვილსა და მის ხელქვეითებს კი ისღა დარჩენიათ, რომ გვითხრან - ვერ ვიჯერებთ, რომ რუსეთს მეზობლების ტერიტორიების მიტაცების სურვილი ამოძრავებსო.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პარალელურად საქართველოს პროკურატურა ჩვენი სახელმწიფოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის საქმეს დამკვრელური ტემპებით იძიებს. როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლება ოპონენტების დევნისას არათუ საერთაშორისო კრიტიკას, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხესაც არად დაგიდევს.

გადაცემის სტუმრები: გრიგოლ ვაშაძე, თამარ თომაშვილი, კახა გოგოლაშვილი, თორნიკე შარაშენიძე, გივი თარგამაძე.

კომენტარები