თბილისის პარლამენტის შენობასთან ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქალებზე ძალადობამ საქართველოში უპრეცედენტო სახე მიიღო და ყველანაირ მასშტაბს გასცდა. ლოზუნგით - ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე! - აქციის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს უერთდებიან.
აქციები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ ქალაქში იმართება.