აგვისტოს ომის გამოძიება

კახიძე: სააკაშვილის ოპერატორს სავარაუდოდ აგვისტოს ომის საქმეზე დაკითხავენ

ოთარ კახიძე
facebook

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორი მთავარ პროკურატურაში უკვე მივიდა. თამაზ შავშიაშვილი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიბარეს. ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს გენოციდისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტზე, რაც 2008 წლის ომს ეხება. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ სააკაშვილის ყოფილ ოპერატორს.

"ჩემთვის ცნობილია, რომ  პროკურატურა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და თავად ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, გამოკვეთილიყო მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე, ეს არის ჩემთვის ცნობილი. არაერთ ადამიანს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ გაკვირვებულები იყვნენ, რატომ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ომში. ეს, ბუნებრივია, არალოგიკურია. თან, სიმბოლურია, რომ მიმდინარეობს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ანექსიის დაკანონება ხდება და ამ დროს, საქართველოს პროკურატურა დაინტერესებულია, წინა ხელისუფლების ბრალეულობა გამოკვეთოს აგვისტოს ომის საქმეში", - განაცხადა კახიძემ.

კომენტარები