კრიმინალი

ზუგდიდში ოჯახი დააყაჩაღეს და ოჯახის წევრებს სცემეს

Getty Images

სამმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში ახალაიების ოჯახი დააყაჩაღა და ოჯახის წევრებს სცემა. რუსთავი 2-თან საუბარში, დაზარალებულის შვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა თანხა, მანქანა და ოქრო წაიღეს. ნინო ახალაიას თქმით, მის მშობლებს იარაღის კონდახებით სცემეს.

"გაუღო დედაჩემმა კარი და შეიჭრა სამი შეიარაღებული, ნიღბიანი კაცი. დააყაჩაღეს, ნაცემები არიან, დასკოჩილები. კონდახი აქვთ ჩარტყმული მამაჩემისთვის. წაღებულია თანხა, მანქანა და ოქრო“, - განაცხადა ახალაიამ.

დაზარალებული 65 წლის მამაკაცი ზუგდიდში ერთ-ერთი ვალუტის გადასახურდავებელი ობიექტის მეპატრონეა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები