საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 217 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,5%-ით ნაკლებია.
ფულად გზავნილებში წამყვანი ადგილი ისევ რუსეთს უჭირავს. რუსეთიდან ოქტომბერში $62 მილიონი არის შემოსული, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 50,2%-ს შეადგენს.
მეორე უმსხვილესი დონორი ქვეყანა საბერძნეთია, რომლიდანაც ოქტომბერში $16 მილიონი შემოვიდა, რაც ფულადი გზავნილების 13%-ს შეადგენს.
ოქტომბერში ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ და თურქეთი.
წინა წლის ოქტომბერთან შედარებით წელს საქართველოდან უცხოეთში $3 მილიონით მეტი გადაიგზავნა. სულ ოქტომბერში საქართველოდან ფულადი გზავნილების სახით $17 მილიონი გაიგზავნა.





