მედია

CNN რუსეთის საკაბელო ქსელებში მაუწყებლობას წყვეტს

ამერიკული ტელეკომპანია CNN რუსეთის საკაბელო ქსელებში მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიამ საკაბელო ოპერატორებს აცნობა. გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში შემოღებული ახალი რეგულაციები გახდა, რომლის მიხედვით უცხოურ ტელეარხებს მაუწყებლობისთვის ადგილობრივი ლიცენზია მოეთხოვებათ. კომპანიამ  ლიცენზიისთვის რუსეთის შესაბამის ორგანოებს მიმართა, თუმცა მაუწყებლობის ნებართვის მოპოვება ვერ შეძლო.

თავად CNN-ში ამის თაობაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 2012 წელს რუსეთში საეთერო მაუწყებლობა რადიო თავისუფლებამ შეწყვიტა, მანამდე - BBC-ის რუსულმა სამსახურმა, ამერიკის ხმამ და დოიჩე ველემ. რუსეთმა გაამკაცრა კანონმდებლობა ადგილობრივი მედიისთვის - მედიასაშუალებების კაპიტალში უცხოური კომპანიების მონაწილეობა მხოლოდ 20%-მდე არის ნებადართული.

კომენტარები