ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობა ევროპასა და ამერიკას დღესაც ატყუებს

ბიძინა ივანიშვილი

დასავლეთში სასამართლოს პოლიტიზირებაზე ჩნდება კითხვები იმიტომ, რომ აქედან იგზავნება სიგნალები - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა ჩვენი ნაძარცვი ფულით ლობირებას ახერხებ და ქულები აქვს დაწერილი. ატყუებდა ევროპას და ამერიკას და საუბედუროდ მათ დღესაც აქვთ გავლენა მოვლენების შეფასებაზე და ეს მცდარი ინფორმაცია გადადის ევროპაში და ამერიკაში რაც აზიანებს ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით ახლანდელ მთავრობას აქვს გავლენა და ცდილობს ქვეყნის გარეთ გასული ინფორმაცია დააბალანსოს.

„ჩვენც გვაქვს გავლენები და ვაბალანსებთ ამ ყველაფერს ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო ორ წელში“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით მისი მეგობრების და კოალიციის ყოფილი წევრების უპასუხისმგებლო განცხადებებით საქართველო დაზიანდდა.

კომენტარები