ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ხელისუფლება უსაფრთხოებაზე წინ საკუთარ კინკლაობას აყენებს

ნაციონალური მოძრაობის მდივანმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 28 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საგანგებო სხდომის თაობაზე, რომელსაც საბჭოს წევრების დიდი ნაწილი არ დაესწრება. უშიშროების საბჭოს, სხდომაზე რომელიც პრეზიდეტმა მარგველაშვილმა მოიწვია, რუსეთსა და აფხაზეთს შორის „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულება უნდა განიხილონ.

„ასეთი სერიოზული გამოწვევის დროს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და იმ დროს, როდესაც დამსახურებული კრიტიკა შეხვდათ ამ საკითხზე, მიუხედავად ამისა, ისინი დემონსტრაციულად აჩვენებენ მთელ ქართულ საზოგადოებას, რომ ეს საკითხები არ აღელვებთ, არ აღელვებთ ინსტიტუტები, არ აღელვებთ უსაფრთხოება და ყველაფერზე წინ საკუთარ კინკლაობას აყენებენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, „ეს არის დიაგნოზი და განაჩენი ორი წლის თავზე ივანიშვილის გუნდისთვის და თითოეული დღე ამ ხელსუფლების ასეთი საზიანო მოქმედებებისა ჩვენს ქვეყანას უქმნის დამატებით საფრთხეებს".

ბოკერიას განცხადებით, „ეს მთავრობა, ამ ოლიგარქის გუნდი საერთოდ არ მუშაობს საქართველოს ინტერესების დასაცავად".

კომენტარები