რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა

დონალდ ტუსკი უარყოფს, რომ პუტინმა უკრაინის დანაწევრებაში მონაწილეობა შესთავაზა

wiwo.de

პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ევროპული საბჭოს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა უარყო პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადება იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი მას უკრაინის დანაწევრებაში მონაწილეობას სთავაზობდა. ტუსკის თქმით, პუტინთან არცერთ შეხვედრაზე ეს საკითხი არ დასმულა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ დიპლომატიაში ხშირად დუმილი ფასობს. 

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტ პუტინთან არცერთ შეხვედრაზე ასეთი წინადადება არ მიგვიღია. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, პირველად ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავედი, შემდეგ პუტინი პოლონეთში ჩამოვიდა 2009 წელს, იყო შეხვედრა დავოსის ფორუმზე, სმოლენსკში. არცერთ ამ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა. რაც შეეხება საუბრებს, სახელწიფოთა ლიდერების ყველა საუბარში ჩნდება გეოპოლიტიკური კონტექსტი. მაგრამ იმ პერიოდში უკრაინა არ იყო ინტერესის მთავარი ობიექტი და პოლონეთ-რუსეთის მოლაპარაკების თემა არ ყოფილა", - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის საგარეოს საქმეთა ყოფილმა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ამერიკულ გამოცემა პოლიტიკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინმა ტუსკთან შეხვედრისას პოლონეთს უკრაინის ტერიტორიის გაყოფაში მონაწილეობა შესთავაზა. მოგვიანებით სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მისი სიტყვების ინტერპრეტაცია არასწორად მოხდა, თავად მას კი მეხსიერებამ უღალატა. 

კომენტარები