საერთო სამხედრო დაჯგუფება

28+1 შეხვედრაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტზე ისაუბრებენ

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტი იქნება ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განსახილველი თემა. ფანჯიკიძე 28+1 ფორმატის შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით დაიგეგმა. მაია ფანჯიკიძე ლუქსემბურგიდან სამუშაო ვიზიტით ბერლინში გაემგზავრება.

"რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობა არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინის შემთხვევაში ევროპის გაერთიანებულ პოზიციას და ძლიერ მხარდაჭერას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მაქვს მომზადებული მასალები, რომელსაც ხვალ ჩემს კოლეგებს დავურიგებ. ეს არის იმ ხელშეკრულების ანალიზი, რომელიც რუსეთმა დე ფაქტო ხელისუფლებას შესთავაზა", - აცხადებს ფანჯიკიძე.

კომენტარები