წულუკიანი: ყველა რეპორტაჟი ეძღვნებოდა ნაციონალური მოძრაობის პიარკამპანიას

საკმარისია გადავახვიოთ რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, ყველა ტელევიზია, რაც კი არსებობს საქართველოში. ყველა რეპორტაჟი ბოლო თვეებში ეძღვნებოდა ნაციონალური მოძრაობის პიარკამპანიას, რომელიც მიზანმიმართულად ამტკიცებდა ერთი და იგივე სიცრუეს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, კრიმინალი ძლიერდება, კრიმინალები იწყებენ თარეშს და რომ მთავრობა არის სუსტი. ეს კამპანია იყო და ნაწილობრივ დღესაც არის სახეზე.

თეა წულუკიანმა გადაცემა არჩევანში დააფიქსირა მოსაზრება, რომ ქვეყანაში კრიმინალს ზრდა სიცრუეა და ნაციონალური მოძრაობის მიზანმიმართულ კამპანიას წარმოადგენს. მისივე აზრით, ყველა ქართული ტელევიზიის რეპორტაჟები ბოლო თვეებში ნაციონალური მოძრაობის პიარკამპანიას ეძღვნებოდა.

კომენტარები