გუშინ ღამით რამდენიმე დღიანი დაკითხვების შემდეგ ბიზნესმენი გელა გურული დააკავეს. მას ილია კოკაია საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის სტადიონის ბაზის მშენებლობისას თანხების მითვისებას ედავება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო FOR.GE- ისთვის მიცემულ ინტერვიუში გელა გურული ამბობდა, რომ ფინანსური პოლიციის ერთერთი დეპარტამენტის უფროსი, ლევან მიქაბერიძე, მისგან კოკაისა და კაპანაძის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის გატანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა. საქმე ეხება ზესტაფონში წიდის მომპოვებელ კომპანიაში გურულის 50 პროცენტიან წილს, რომელიც მისივე მტკიცებით, ილია კოკაიამ და გიორგი კაპანაძემ 2005 წელს წაართვეს, 2012 წელს კი, გასაჩივრების შემედეგ, საქმე მოიგო. გიორგი კაპანაძე, ზედმეტსახელად რიჟა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის მთავარი მოწმეა. გელა გურულის დაკავებას გიგი უგულავას საქმეს უკავშირებენ ყოფილი მერის ადვოკატები.
გელა გურულის საქმე




