ბიძინა ივანიშვილის გადაცემა

აგულაშვილი: დიდი ცნობისმოყვარეობით ველოდები ბიძინა ივანიშვილის გადაცემას

მე არ ვიცი, თქვენ როგორ აფასებთ, მედიის წარმომადგენლები, ასეთი კონკურენტის გამოჩენას ამ ბაზარზე. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემი მხრიდან შეფასება იქნებოდა პოზიტიური ერთი რამის გათვალიწინებით, რომ რაც ძლიერია სამოქალაქო სექტორი, რაც ძლიერია ე.წ. მეოთხე ხელისუფლება, მედია, მით უკეთესია ეს თვით ხელისუფლებისათვის. ხელისუფლების თვითგანცდა შესაძლებელია, ხშირად გასცდეს ხოლმე რეალურ თვითკრიტიკულ შეფასებებს და ხელისუფლებას შეიძლება, მივეხმაროთ და აუცილებელია, მივეხმაროთ და ამაში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის როლი არის უმნიშვნელოვანესი, რომ გარედან დავანახოთ მოვლენები, გარედან დავანახოთ, როგორ ჩანს ის საზოგადოებაში, ამიტომ ამ ფრთის გაძლიერებას მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, მხარს დავუჭერ. სიმართლე გითხრათ, დიდი ცნობისმოყვარეობით ველოდები ამ მოვლენას, ძალიან მაინტერესებს, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ეს გადაცემა, როგორი ყურებადი იქნება, რამდენად რეიტინგული იქნება ის. თავისთავად მგონია, რომ იმედები არ უნდა გამიცრუვდეს, იმის გამო რომ ძალიან მაღალი ინტერესია, ეს იგრძნობა კიდეც. როგორ გითხრათ, იცით, არის ხოლმე გარკვეული პერიოდები, როდესაც მე მაგალითად ველოდები რაღაც გადაცემას, მაგალითად, საფეხბურთო მატჩი როდის იმართება, ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და როცა ის თამაშობს, ველოდები ხოლმე ამ დროს და აი, ახლაც შეიძლება ითქვას, რომ აი, ამ გადაცემას დაველოდები, ყოველ შემთხვევაში, დიდი მოლოდინით, რომ ეს ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო. ვფიქრობ, ეს ჯამში პოზიტიური იქნება.

ბიძინა ივანიშვილის მომავალ ტელეგადაცემას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი აფასებს.

კომენტარები