თბილისის მეტროპოლიტენი

მერია: თბილისის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურში 300 არაგველი მატარებლების მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის თბილისის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.

"მეტროსადგურში 300 არაგველი 50 წლამდე მამაკაცი მატარებლის ბაქნიდან გადახტა და თავი მოიკლა. ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც მეტროპოლიტენში მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ დროისთვის გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მატარებლების მოძრაობა აღდგა და თბილისის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს" - აცხადებს მერია.

უბედური შემთხვევა დაახლოებით 12:30-ზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ეს მეტროში ადამიანის დაღუპვის მეორე შემთხვევაა. 28 სექტემბერს, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელმა საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურ ვაგზლის მოედანი 2-ზე გადაუარა. გამოძიება მაშინაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები