კრიმინალი

ეჭვიანობის ნიადაგზე, გურიაში ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა

გურიაში ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა თემურ რ-მ მეუღლეს - 1985 წელს დაბადებულ ნატალია რ-ს თავის არეში ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში მოხდა. 

შსს-ს გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში აიყვანეს.

"თემურ რ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები