საქართველო-NATO

პეტრიაშვილი: საფრთხეებიდან გამომდინარე გვინდა თავდაცვისუნარიანობის ამაღლება

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აშშ-ის სენატში კანონპროექტის დღეს დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა, რომელიც NATO-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი რუსეთთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

"თავდაცვითი შესაძლებლობები არამც და არამც არ იქონიებს აგრესიული პოლიტიკის გატარებას. პირიქით, გამომდინარე რეგიონის საფრთხეებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ჩვენ გვინდა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვაზე კომენტარი პრემიერმინისტრმაც გააკეთა. მისი თქმით, "საქართველოს ნომერ პირველი და სტრატეგიული პარტნიორი ისედაც არის აშშ და ამაში ახალი არაფერია".

კომენტარები