დამოუკიდებლობის რეფერენდუმი შოტლანდიაში

AP

შოტლანდიაში რეფერენდუმი დაიწყო. უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა? - შოტლანდიაში მცხოვრებებს აღნიშნულ კითხვაზე "კი" ან "არა" პასუხების გაცემა შეუძლიათ. რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად 4 285 323 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შოტლანდიაში სულ 2608 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომლებიც, ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე დაიხურება. შედეგები, სავარაუდოდ, პარასკევს დილით გახდება ცნობილი.

კომენტარები