კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო. სანქციები რუსი მაღალჩინოსნებისა და კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ბეირდმა განაცხადა.
"მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს ეფექტი არ ექნება, მაგრამ ჩვენ ყველა - 30-ზე მეტი ქვეყანა ერთად ვმოქმედებთ. ამან შეიძლება, დიდი გავლენა იქონიოს", - თქვა ბეირდმა.
კანადის სანქციების ახალ სიაში მოხვდნენ ოთხი რუსი მაღალჩინოსანი, ასევე სბერბანკი და ხუთი საწარმო.





