უმაღლეს რადაში ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების განსაკუთრებულ სტატუსზე კენჭისყრა ჩატარდა. პროექტს მხარი 277-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში ადგილობრივი არჩევნები 2014 წლის 7 დეკემბერს ჩატარდება. დროებითი რეჟიმი 3 წლის ვადით დამყარდება. სახელმწიფო უზრუნველყოფს რუსულისა და სხვა ენების თავისუფალ გამოყენებას. რაიონების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
რადაში ასევე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა ამნისტიის პროექტსაც უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონეცკსა და ლუგანსკში მომხდარ მოვლენებში მონაწილეთა ხელშეუხებლობის გარანტიას. აღნიშნული კანონი არ გავრცელდება მათზე, ვინც მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, მალაიზიის ბოინგის ჩამოგდებაში მონაწილეობდა.
კრიზისი უკრაინაში
რადამ აღმოსავლეთ რეგიონების განსაკუთრებული სტატუსის პროექტს მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესი რადა




