განსაკუთრებული არაფერი ხდება პრეზიდენტთან დაკავშირებით, მარგველაშვილი, ასე თუ ისე, თავის ფუნქციას ასრულებს, კანონიდან გადაცდომასთან საქმე არ გვაქვს და მდგომარეობას ზედმეტი დრამატიზმი არ სჭირდება. მხოლოდ პოლიტკორექტულობაზეა საუბარი. გავიხსენებ რამდენიმე მომენტს: პროკურატურამ საჯაროდ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს სამჯერ მიმართეს და პრეზიდენტმა დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო“ არ მოხსნა (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებს, რასთან დაკავშირებითაც სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა). ასევე გავიხსენებ აჟიოტაჟს იმის შესახებ, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. თუმცა, მანამდე ვიტყვი იმას, რომ ინაუგურაციიდან მეორე თუ მესამე დღეს ჩვენი პოლემიკის საგანი გახლდათ ის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა პოზიცია - ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტთან. ჩემთვის მარგველაშვილის პოზიცია გაუგებარი იყო. ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არასწორია, თქვენ მოხვედით ერთ გუნდად, მთელი გუნდი ქართული ოცნების სახით გეხმარებოდა არჩევნების პროცესში, მხარს გიჭერდა. ჯერ ერთი არაკორექტულია და მეორე, რისთვის და რად გინდა ეს კონკურენცია, ეს დააზარალებს საქმეს-მეთქი. ვეუბნებოდი, თქვენ კონკურენტად გყავთ უმუშევრობა, უამრავი პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ხელი ხელს ჩაჰკიდეთ, თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ, რად გინდა კონკურენცია-მეთქი. მან ვერ დამისაბუთა, თუმცა აზრი არ შეუცვლია.
tbl.ge/11ra
დაკოპირდა

აცხადებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- ვოლსკი ივანიშვილზე: "აღარ დამირეკოთ" ნიშნავს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ
- ივანიშვილი: ასეთი თანამდებობის წევრები დავსაჯეთ და დემოკრატიის კუთხით ევროპა ტაშს გვიკრავს
- ივანიშვილი: ღმერთმა მომასწროს, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება, მოვესწრები ამას
- ივანიშვილი: თუ საზოგადოებას ჩემნაირი უნდა, აგერ ვუტოვებ მთელ გუნდს, ჩემნაირებს
- ივანიშვილი: საძმო გვმართავდა, სამოქალაქო ომი გვქონდა, ბოლოს მივიღეთ უდიდესი კატასტროფა - ენმ




