ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას

არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად ნაციონალურმა მოძრაობამ დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა - შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია.

აცხადებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კვირის პალიტრასთან საუბარში.

კომენტარები