უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ მისი პარტია სახალხო ფრონტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პეტრო პოროშენკოს ბლოკისგან დამოუკიდებლად მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერფაქს უკრაინა ავრცელებს.
"ჩვენ პრეზიდენტთან ერთად უნდა მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში, პეტრო პოროშენკოს ბლოკის სახელით, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებდა. ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ვართ, თუმცა რეფომების გზით ცვლილებების მოსატანად ვერთიანდებით" - თქვა იაცენიუკმა 13 სექტემბერს კიევში.
იაცენიუკის პარტიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელად პარტიის წევრებმა პარლამენტის სპიკერი ალექსანდრ ტურჩინოვი აირჩიეს.