სამომხმარებლო ბაზარი

Twitter-ის მეშვეობით სხვადასხვა პროდუქტების შეძენა გახდება შესაძლებელი

businessesgrow.com

მსოფლიოში პოპულარობით მეშვიდე საიტი Twitter-ი საკუთარ მომხმარებელს ახალ მომსახურებას შესთავაზებს.

უახლოეს მომავალში Twitter-ის მეშვეობით სხვადასხვა პროდუქტების შეძენა გახდება შესაძლებელი. უკვე ამოქმედდა სპეციალური ყიდვის ღილაკი, რომლის მეშვეობითაც პირებს სხვადასხვა პროდუქტის გამოწერა შეეძლებათ, თუმცა ეს მომსახურება ჯერჯერობით საცდელ რეჟიმშია და მხოლოდ ზოგიერთი მომხმარებლისთვის მუშაობს.

Twitter-მა საკუთარი მონაცემთა ბაზების დაცულობა გაზარდა, უკვე შექმნილია პროდუქციის გაყიდვისა და დათვალიერების სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც ამ მომსახურების სრულად ამოქმედების შემდეგ გაეშვება.

Twitter-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკვე 28 კომპანიამ გამოთქვა მათთან თანამშრომლობის სურვილი. დაგეგმილია წიგნებით, ტექნიკით, ტანსაცმლითა და მუსიკალური ალბომებით ვაჭრობა.

Bloomberg Businessweek-ის ცნობით, კომპანიას Amazon-თანაც ჰქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ ამჟამად Twitter-ი დამოუკიდებლად აგრძელებს პროექტზე მუშაობას.
კომპანია ჯერჯერობით ისევ ბაზრის კვლევას აგრძელებს, რის შემდეგაც ახალი მომსახურება ამოქმედდება.

კომენტარები