ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

მარგველაშვილი: უცნაურია, პრეზიდენტი ვინმეს კონკურენტი იყოს

ინტერვიუ არ მინახავს ბოლომდე, მე შემიძლია გითხრათ, რომ უცნაურია, იყოს პრეზიდენტი ვინმეს კონკურენტი. პრეზიდენტს არ აქვს არავითარი კონკურენცია, მას აქვს თავისი უფლებამოსილებები, მათი აღსრულება არის ჩემი ვალდებულება და მე მათ აღვასრულებ. თუ იქნება ასეთი პრობლემური მომენტები, რომ შეიქმნება პრობლემები ჩემს ვიზიტებთან დაკავშირებით და ა.შ. ჩემი აზრით, ეს ის არის, რაშიც ვცხოვრობთ და ყველა ჩვენგანისთვის მთავარი ღირებულება უნდა იყოს, რომ შევასრულოთ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა. ამ რეალობაში არცერთგან არ ვქაჩავ საბანს, რადგან არც მინისტრების დანიშვნა არ მჭირდება, არც რომელიმე პოლიტიკურ გუნდს არ ვწევ წინ, მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუტებს შორის ბალანსს, ეს იქნება შენარჩუნებული და ეს ჩემი ვალდებულებაა. 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას. ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და სურს, ხელი შეუშალოს.

კომენტარები