ახალი ტექნოლოგიები

ჰარვარდელმა მკვლევრებმა ტელეპათიის გზით მარტივი სიგნალები გადასცეს

desenhocast.blogspot.com

მეცნიერების ჯგუფმა ჰარვარდელი მკვლევრების მეთაურობით მრავალწლიანი ცდების შემდეგ ერთი ადამიანის ტვინიდან ინფორმაციის მეორე ადამიანის ტვინისათვის გადაცემა პირველად მოახერხა.

ექსპერმენტი ერთდროულად საფრანგეთსა და ინდოეთში განხორციელდა.

ცდის პირი დელიში შეერთებული იყო მოწყობილობასთან, რომელიც მის ტვინში წარმოქმნილ მარტივ მოტორულ სიგნალებს, მაგალითად, ხელის აწევა-დაწევას ან ფეხის ამოძრავების ბრძანებას აფიქსირებდა და ინტერნეტის მეშვეობით სიგნალებს პარიზში აგზავნიდა. პარიზში კი მეორე ცდის პირი განსხვავებულ მოწყობილობაზე იყო შეერთებული, რომელიც პარიზიდან მიღებულ სიგნალებს ადამიანის ნერვული სისტემის "ენაზე" თარგმნიდა და სპეციალური ჩაფხუტის მეშვეობით ცდის პირს აწვდიდა.

წარმატებით შედგა მარტივი ვერბალური სიგნალების გაგზავნის მცდელობაც, დელიდან პარიზში გაიგზავნა მისალმების შეტყობინება. ინფორმაციის მიღებისას ცდის პირი ასრულებდა ზუსტად იმ მოტორულ ბრძანებებს, რომლებიც პარიზიდან იყო გამოგზავნილი.

ექსპერიმენტის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ჰარვარდის ექსპერიმენტული ფიზიკისა და ნევროლოგიის დოქტორმა ჯულიო რუფინიმ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ პოტენციურად შესაძლებელია უბრალო მოტორულ სიგნალებზე უფრო რთული ბრძანებების გადაცემა, მაგრამ ეს გაცილებით ძლიერ მოწყობილობას საჭიროებს, ამასთან ერთად, თითოეულ ადამიანს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები და გადაცემული სიგნალები შეიძლება ორიგინალს არ დაემთხვეს, ხოლო მოტორული ფუნქციების რეგულირება ყოველ ადამიანში მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგავს, ამიტომაც საცდელ ეტაპზე სწორედ ამ სიგნალების გადაცემაზე შეთანხმდნენ.

ექსპერიმენტი მხოლოდ ერთი მიმართულებით მოქმედებდა, ახლო მომავალში დაგეგმილია უკვე ორმხრივი ექსპერიმენტების ჩატარება.

კომენტარები