რუსული კანონი

გვარამია ივანიშვილის განცხადებებზე: ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას

ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთი მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ, სინამდვილეში, ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად.

გუშინ მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენ ის ბრძოლით და თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ;

გუშინ ენაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც ერთადერთი დამპყრობელია საქართველოს ისტორიაში, ვინც ენას გვართმევდა, 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლები გახსოვთ;

გუშინ სარწმუნოებაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც, პირველ რიგში, საქართველოში შემოსვლის შემდეგ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, გადაღება ქართული ფრესკები და აკრძალა ქართულ ეკლესიებში ქართულად წირვა-ლოცვა.

[...] გუშინდელი ზიზღისა და შუღლის მქონე, რეპრესიებისა და იზოლაციონიზმის დამაანონსებელი გამოსვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს. მეტიც, საკითხი აღარ ეხება არც ევროინტეგრაციას, საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული განვითარების ხაზის სრულად, რადიკალურად შეცვლას. 

თქვა პარტია ახალის ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე. გვარამია ივანიშვილის რუსთაველის გამზირზე "საერთო სახალხო შეკრების" დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

კომენტარები