უკრაინის კრიზისი

ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას უკრაინამ 837 სამხედრო დაკარგა

en.ria.ru

დონეცკში, უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინულმა არმიამ 837 სამხედრო დაკარგა, 3044 კი დაიჭრა, - ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

უშიშროების საბჭოს განცხადებით, მონაცემები შემოწმებულ ფაქტებს ეფუძნება, რომელიც ოფიციალურად არის დადასტურებული. ლისენკომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ილოვაისკიდან სამხედროების გამოყვანის შემდეგ დაზუსტდა. მიმდინარეობს სამუშაოები დაკარგულების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად.

კომენტარები