G20-ის სამიტი ავსტრალიაში

ავსტრალიას G20-ის სამიტისთვის ვლადიმირ პუტინის დაბლოკვა სურს

www.4hi.com.au

ავსტრალიის მთავრობა G20-ის სამიტზე რუსეთის მთავრობის დაბლოკვას აპირებს. ავსტრალია NATO-ს უელსის სამიტზე ოცეულის წევრი ქვეყნების დათანხმებას შეეცდება, რათა რუსეთის პრეზიდენტს G20-ის სამიტზე მონაწილეობა აეკრძალოს.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯული ბიშოპის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მარტო მიღება ავსტრალიას არ შეუძლია და უელსის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელთან ამ თემის განხილვას აპირებს.

ავსტრალიის პრემიერმინისტრის ტონი ებოტის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ბინძურ თამაშს თამაშობს. ებოტი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს შეახსენა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე მოწინავე ქვეყანაა. 

”ეს კიდევ ერთი ნიშანია რუსეთის აგრესიული ხასიათისა”, - განაცხადა ებოტმა.

დიდი ოცეულის ქვეყნების მომდევნო სამიტი ნოემბერში, ავსტრალიაში, ბრისბენში გაიმართება.

კომენტარები