სამივლინებო ხარჯები

IDFI: ივანიშვილის და ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯებმა 155 825 ლარი შეადგინა

2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე საქართველოს პრემიერმინისტრების ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯებმა 155 825 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ცნობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

აქედან ბიძინა ივანიშვილის სამივლინებო ხარჯი 19 613 ლარს შეადგენს (დღიური -  6 899 ლარი, სასტუმრო - 12 714 ლარი), ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის  - 136 212 ლარს (დღიური - 14 886 ლარი, სასტუმრო - 98 004 ლარი, მგზავრობა - 23 332 ლარი).

ბიძინა ივანიშვილს ყველაზე ძვირადღირებული  ვიზიტი საფრანგეთში (7 758 ლარი) ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში (43 817 ლარი).

კომენტარები