ებოლას ვირუსი

ელჩი: ებოლას ვირუსის გამო თავი შეიკავეთ აფრიკაში გამგზავრებისგან

საქართველოს ელჩი ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილი ებოლას ვირუსის გავრცელების გამო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებში გამგზავრებისგან.

"სამწუხაროდ, 90%-ში მკურნალობა არაეფექტურია. გამოცხადდა კარანტინის ზონები. ბევრმა ქვეყანამ უკვე დახურა სკოლები. სხვადასხვა ქვეყნებში ამოწმებენ დასავლეთ აფრიკიდან ჩასულ ხალხს. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, განსაკუთრებული საჭიროების არქონის შემთხვევაში, არ ეწვიონ ამ ქვეყნებს, განსაკუთრებით სიერა-ლეონეს, გვინეას და ლიბერიას", - აღნიშნა ვახტანგ ჯაოშვილმა.

კომენტარები