Google

Google-მა Chrome-ის ენერგოეფექტიანობის გაზრდაზე მუშაობა დაიწყო

Samsung Chromebook
Google

Windows-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვებბრაუზინგისთვის აქტიურად იყენებენ Chrome-ს, 14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამ ბრაუზერის გამოყენება ენერგიის მოხმარებას  დაახლოებით 25%-ით ზრდის. დესკტოპ კომპიუტერების მფლობელთათვის ეს უმნიშვნელოა და თვეში ელექტროენერგიის გადასახადს დამატებით სულ რამდენიმე თეთრით ზრდის, თუმცა ლეპტოპის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

Forbes-ზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ამ პრობლემამ ბევრი მომხმარებლის ყურადღება მიიქცია, მათ შორის  Google-ის თანამშრომლებისაც. 200 000-ზე მეტი ადამიანის პროტესტის შემდეგ, რომელიც მათ Chromium-ზე გამოხატეს, კომპანიამ საბოლოოდ გადაწყვიტა სათანადო ყურადღება დაეთმო ამ პრობლემისთვის და იგი მოსაგვარებელ პრობლემათა რიცხვში პირველ ადგილზე დააყენეს.

მომხმარებლისთვის მიცემულ პირობაში Google-ი აღნიშნავს, რომ Chrome-ის 37 ვერსიის გამოსვლისას, რომლის ბეტ ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, ეს პრობლემა უკვე მოგვარებული იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად Google-ს ამ ბაგის შესახებ 2010 წელს ეცნობა, თუმცა იან მორისის სტატიამდე ამ პრობლემისთვის სერიოზული ყურადღება არ დაუთმია.

კომენტარები