რუსული სანქცია

კრემლი აშშ-ს სანქციას უწესებს - 12 ამერიკელი რუსეთში ვეღარ ჩავა

breakingnews.sy

რუსეთმა ამერიკის 12 მოკალაქეს, თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ეს ნაბიჯი პასუხია ვაშნგტონის სანქციებზე. რუსეთში შესვლა აღარ შეუძლიათ მათ, ვინც მოსკოვმა დამნაშავედ მიიჩნია "აბუ-გრეიბისა" და "გუანტანამოს" ციხეებში, ადამიანთა წამებისთვის.

სიაში მოხვდნენ, კონკგრესმენი ჯონ მორანი, კონტრ-ადმირალი რიჩარდ ბატლერი, რომელიც გუანტანამოს ბაზაზე ხელმძღვანელობდა აშშ-ს სამხედრო დაჯგუფებას და 2003-2004 წლებში, ერაყში აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რიკარდო სანჩესი.

აშშ-მ იგივე სახის შეზრუდვა რუსეთის 12 მოქალაქეზე მაისში შემოიღო.

წარსულში კონტრსანქცია რუსეთმა სენატორ ჯონ მაკკეინსაც დაუწესა, რასაც მაკკეინი twitter-ზე ირონიულად გამოეხმაურა:

„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ჩემზე სანქციების ამოქმედება ნიშნავს: საგაზაფხულო არდადეგებს ვეღარ გავატარებ ციმბირში, გაზპრომის აქციებს დავკარგავ, მოსკოვში საიდუმლო ბანკში ჩემი ანგარიში გაიყინება. ამის მიუხედავად, არ შევწვეტ ძალისხმევას უკრაინის - ყირიმის ჩათვლით - თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის" - განაცხადა სენატორმა.

კომენტარები