თბილისის მერად არჩევის შემდეგ პირველი გასვლითი შეხვედრა დავით ნარმანიამ მოსკოვის პროსპექტზე არსებულ მიუსაფართა თავშესაფარში გამართა. მასთან ერთად თავშესაფარს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი ესტუმრა. თავშესაფარში მცხოვრებლებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. მათ ასევე მიიღეს საჭირო მედიკამენტები.
თბილისის მერის რანგში პირველი შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც ახალ თანამდებობაზე პირველ რიგში განახორციელებს. ნარმანია მერიის შენობაში აგვისტოს დასაწყისში გადავა.
დედაქალაქის მცხოვრებლები დავით ნარმანიას არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. რას ითხოვთ ახალი მერისგან? - ტაბულამ ეს კითხვა ქუჩაში გამვლელებს დაუსვა.




