უილიამ ჰეიგი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი თანამდებობიდან გადადგა

Britain's Conservative Party foreign affairs spokesman Hague speaks to the media on his arrival for a meeting in London
Chris Helgren / REUTERS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი თანამდებობიდან გადადგა.

"4-წლიანი სამსახურის შემდეგ, გადავწყვიტე, თანამდებობა დავტოვო”, - დაწერა ჰეიგმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე.

ჰეიგის გადადგომას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გამოეხმაურა, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჰეიგი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

"უილიამ ჰეიგი თემთა პალატის ლიდერი გახდება. ის სახელმწიფოს პირველ მდივნად დარჩება. ფილიპ ჰემონდი კი ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება” - განაცხადა ქემერონმა. 

უილიამ ჰეიგი 2010-2014 წლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 1997-2001 წლებში ის ოპოზიციისა და კონსერვატორების ლიდერი იყო.

კომენტარები