ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

travel-images.com

ოკუპირებულ აფხაზეთში 24 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მარიონეტული რეჟიმის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 5-მა პირმა გამოთქვა. ერთმა მათაგანმა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის აუცილებელი აფხაზური ენის ცოდნის ტესტი ვერ გაიარა, რის გამოც მას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საბოლოოდ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი რჩება - უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ასლან ბჟანია, თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, ყოფილი ვიცეპრემიერი ბესლან აშბა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშბა.

ინფორმაციას სააგენტო იტარ-ტასი ავრცელებს. 

აფხაზეთის ოკუპირებული რეჟიმის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა თანამდებობა ივლისის დასაწყისში დატოვა. მის გადადგომას წინ საპროტესტო აქციები უძღოდა.

კომენტარები